ნამიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

13:40, 14.03.2020

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნამიბიაშიც.

ვირუსი ესპანელ წყვილს დაუდგინეს, რომლებიც სამხრეთ აფრიკულ ქვეყანას ოთხშაბათს ეწვივნენ. ორივე მათგანი ამჟამად კარანტინში იმყოფება.

ნაბიმია 140-ე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის გავრცელებაა დაფიქსირებული. ვირუსს ბოლო მონაცემებით, 5429 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი – 145 374-ს შეადგენს.

მსგავსი