ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ღაზას სექტორში
ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ღაზას სექტორში

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ღაზას სექტორში.

ვირუსი 30 წელს გადაცილებულ ორ მამაკაცს აქვს, რომლებიც ეგვიპტის გავლით პაკისტანიდან ჩავიდნენ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კარანტინში არიან გადაყვანილი პირები, ვისთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ კონტაქტი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღაზას სექტორში უკვე ორი კვირაა დახურულია სკოლები, მაღაზიები, გასართობი ობიექტები.