ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიის ხელისუფლებამ რომის აეროპორტში კონტროლი გაამკაცრა
ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიის ხელისუფლებამ რომის აეროპორტში კონტროლი გაამკაცრა

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, იტალიის ხელისუფლებამ რომის აეროპორტში კონტროლი გაამკაცრა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში გაჩენილი ვირუსის ევროკავშირში მოხვედრის შანსი მაღალი არ არის, თუმცა საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება.

რომის აეროპორტში ჩინეთის ქალაქ უხანიდან სამი პირდაპირი რეისი ხორციელდება. იმის გამო, რომ ჩინეთში ახალი წლის დღესასწაული ახლოვდება, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია. იტალიის მთავრობა მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უხანში გამგზავრებისგან.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პილოტები ვალდებულები იქნებიან, ბორტზე ვირუსის სიმპტომები გამოაცხადონ.

ქალაქ უხანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსი კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, საიდანაც მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიო მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.