ახალი კორონავირუსის გამო, ისრაელმა შესაძლოა, საზღვარზე ზომები გაამკაცროს
ახალი კორონავირუსის გამო, ისრაელმა შესაძლოა, საზღვარზე ზომები გაამკაცროს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელმა შესაძლოა, საზღვარზე ზომები გაამკაცროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „როიტერის“ ინფორმაციით, ზომები შესაძლოა, გამკაცრდეს მათ შორის ტურისტებისთვის აშშ-ის იმ ტერიტორიებიდან, სადაც ვირუსია გავრცელებული. ამ საკითხზე ნეთანიაჰუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსაც ესაუბრა.

ისრაელს ევროპისა და აზიის 15-მდე ქვეყნისთვის გარკვეული შეზღუდვები უკვე აქვს დაწესებული. ეს ზომები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს მოიცავს. ახლა კი ქვეყანა მსგავსი ზომის შემოღებას ისრაელში შესული ნებისმიერი პირისთვის განიხილავს.

ისრაელში დღეისთვის ვირუსით ინფიცირების 26 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 80 ათასამდე მოქალაქე კი, რომლებიც ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.