ახალი გადაცემები რადიო პირველი არხის ეთერში
ახალი გადაცემები რადიო პირველი არხის ეთერში

რადიო პირველი არხის ეთერში დღეიდან ორი ახალი გადაცემა გავა.

შემეცნებით-გასართობი გადაცემა „სახლისკენ“ ეთერში იქნება ყოველ სამუშაო დღეს, 18:00 საათიდან. გადაცემას წამყვანები ქეთი ელიეშვილი, დავით ველიჯანაშვილი, ანო თაკალანძე და ლუკა ჭოჭუა გაუძღვებიან.

ბასა ჯანიკაშვილის საავტორო გადაცემა – „საუკეთესო წიგნები“ ეთერში იქნება ყოველ სამშაბათს, 11:05 საათზე და შაბათს 17:10 საათზე.

გარდა ამისა, ეტაპობრივად იგეგმება სხვა ახალი გადაცემების ეთერში ჩაშვებაც.

ასევე, 23 აპრილიდან რადიო პირველ არხზე მუდმივად განახლებული საინფორმაციო გამოშვება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გავა, რაც უზრუნველყოფს მსმენელისთვის უახლესი და გადამოწმებული ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას.

რადიოს საეთერო ბადის ეტაპობრივად განახლება ევროპის, მათ შორის EBU-ს წევრი რადიომაუწყებლების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ადგილობრივი აუდიტორიის კვლევის საფუძველზე იგეგმება.

დატოვე კომენტარი