ახალი ამბების არხი „სქაი ნიუს ბრექსიტ-ფრი“ მაუწყებლობას დღეს დაიწყებს
ახალი ამბების არხი „სქაი ნიუს ბრექსიტ-ფრი“ მაუწყებლობას დღეს დაიწყებს

ბრიტანული ტელეარხი „სქაი ნიუსი“ დამატებით ახალი ამბების არხს გახსნის, სადაც არ იქნება სიახლეები ბრექსიტთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ამ წლის ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის მესამედი ცდილობს ახალ ამბებს თავი აარიდოს. მათგან 70-მა პროცენტმა კი, მიზეზად ბრექსიტი დაასახელა. ასევე, 60-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ახალი ამბები მათ განწყობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ბრექსიტის ყველა დეტალს კვლავ გააშუქებენ მთავარ არხზე.

ბრექსიტი ისტორიული მოვლენაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენ ამ მოვლენის გაშუქებას აუცილებლად გავაგრძელებთ. ახალი არხი ხალხს საშუალებას მისცემს დაისვენონ ბრექსიტისგან“, – განაცხადა „სქაი ნიუსის“ ხელმძღვანელმა, ჯონ რაილიმ.

„სქაი ნიუს ბრექსიტ-ფრი“ ეთერში დღეს გავა.