ახალგორის გამგებელი - ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული არ არის, მაგრამ მკაცრად კონტროლდება
ახალგორის გამგებელი - ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული არ არის, მაგრამ მკაცრად კონტროლდება

ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული არ არის, მაგრამ მკაცრად კონტროლდება, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან ყველა მანქანა მოწმდება.

„როგორც გვაქვს ინფორმაცია, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე ნამდვილად გამკაცრებულია. სადაც არის საკონტროლო-გამშვები პუნქტები, მოწმდება ყველა მანქანა. დანარჩენი ისეთი რაიმე ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

თინიკაშვილი იმედოვნებს, რომ გაურკვეველი არაფერი დარჩება და უმოკლეს დროში გაირკვევა, რა მოხდა.

„გაურკვეველი ვიმედოვნებ ,რომ არაფერი არ დარჩება და უმოკლეს დროში გვეცოდინება სრული სიმართლე, რა მოხდა და როგორ მოხდა ტატუნაშვილის გარდაცვალება და მიზეზი რის გამოც დააკავეს ის სამი პიროვნება 22 თებერვალს“, – განაცხადა ახალგორის გამგებელმა.