ახალგაზრდული ნაკრები მზადებას განაგრძობს – ტრავმირებული წულუკიძე დოლტმურიზევმა ჩაანაცვლა #1TVSPORT

22:44, 22.09.2026

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.

ტრავმის გამო 21-წლამდელთა შეკრებას ლუკა წულუკიძე გამოაკლდა, რომელიც მოახლოებულ მატჩებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, მის ნაცვლად გუნდს მეოთხე დებიუტანტი, „დინამო თბილისის“ შემტევი, ჰალიდ დოლტმურიზევი შეუერთდება.

26 სექტემბერი, მიხეილ მესხი, 19:00

საქართველო V საბერძნეთი

1 ოქტომბერი, ბალიმენა, 20:00

ჩრ. ირლანდია V საქართველო

6 ოქტომბერი, ბილეფელდი, 22:45

გერმანია V საქართველო

მსგავსი