ახალგაზრდულ ნაკრებს ლატვიასთან ნონიკაშვილი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ბელეკშია და ლატვიის 21-წლამდე გუნდთან 26 მარტს გასამართი შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს.
ახალგაზრდული ნაკრების საწვრთნელ პროცესს შოთა ნონიკაშვილი გამოაკლდა. „საბურთალოსა“ და 21-წლამდე ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს ექიმებმა მუხლის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს.
ეს გუნდის ერთადერთი დანაკლისი არაა. ლატვიასთან მატჩში ნაკრებს ვერც გორის „დილას“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე დაეხმარება. მოახლოებული მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არიან გამოძახებულები გიორგი გვიშიანი („სამტრედია“) და გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო“).
ბელეკში ლატვიისა და საქართველოს ახალაგზრდული ნაკრებების შეხვედრა 26 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ციფრული მედიის საშულებით შემოგთავაზებთ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო შეხვედრა გაუქმდა.