ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის
ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ახალგაზრდობის კომპონენტი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავა, – ამის შესახებ შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს აქტიურ ფაზაში გადავა განათლების რეფორმა, რომელიც მთავრობის პრიორიტეტი იქნება მომავალ წელსაც.

„განათლების რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რათა მთლიანად წარმატებული იყოს. განათლებასთან ერთად, ახალგაზრდობა და ინოვაციური პოლიტიკა, ახალგაზრდების მონაწილეობა კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ბუნებრივია, არის და მუდამ იქნება ჩვენი პრიორიტეტი. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება და ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროდან გადმოვა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული ახალგაზრდობის საკითხები და მათი მომავალი.