ახალგაზრდების ჯგუფი „შერატონ მეტეხი პალასთან“ აქციას მართავს [ფოტო]
ახალგაზრდების ჯგუფი „შერატონ მეტეხი პალასთან“ აქციას მართავს [ფოტო]

ახალგაზრდების ჯგუფი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციის გამართვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უპირველესად, უნდა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა მხოლოდ მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ უნდა დაიწყოს.

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საკონსტიტუციო ინიციატივა „პროპორციული არჩევნები – 2020“-ის პრეზენტაცია დღეს უნდა გაიმართოს.