ახალგაზრდა ქართველმა მოკრივეებმა ლიეტუვაში ცხრა ოქროს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ლიეტუვაში დასრულებულ დანას პოზნიაქსის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა ქართველი მოკრივეები 9 ოქროს, 3 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ოქროს მედლები დავით ჯაფარიძემ (თბილისი, 51 კგ), გორ აივაზიანმა (ახალქალაქი, 54), ლევან დემუროვმა (გორი, 57), გოჩა გორდულავამ (ზუგდიდი, 63.5), დემურ ქაჯაიამ (ხობი, 67), შოთა ჯიქიამ (ფოთი, 71), გიორგი ნატროშვილმა (თბილისი, 75), სამველ კაზარიანმა (ახალქალაქი, 80) და ტარიელ შარიქაძემ (ზესტაფონი, +92) მოიპოვეს.
ვერცხლის მედლებს კი ლუკა ბეშლიოღლი (ბათუმი, 51), საბა ერემეიშვილი (ქუთაისი, 60) და ავთანდილ მდინარიძე (გორი, 92) დაეუფლნენ.
შალვა დუნდუას მიერ გაწვრთნილი გუნდი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ტურნირი 23 აპრილიდან 4 მაისამდე ერევანში ჩატარდება.