ახალგაზრდა ქალი ჯილეხით გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქალი ჯილეხით გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგი მაკა გაბუნია ადასტურებს. გარდაცვლილი ქალაქ ფოთში ცხოვრობდა.

„პიროვნებამ სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ, გვიან მიმართა და სწორედ ეს გახდა შემთხვევის ლეტალურად დასრულების მიზეზი. 28 წლის პაციენტს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, შეშუპება და ყელზე მონაცრისფრო ნადებები. ქალბატონს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და განხორციელდა მისი რეფერალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. თუმცა, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ეპიდემიოლოგის თქმით, ჯილეხის დიაგნოზი დადასტურებულია შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით და მიუხედავად აღნიშნული შემთხვევის დაფიქსირებისა, ფოთში პანიკის საფუძველი არ არსებობს.