ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა.

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემდეგ, სასამართლომ კიდევ ერთ სხდომაზე პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე იმსჯელა. გამოძიება დაკავებული პირის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ამ თანამდებობაზე ყოფნით ბრალდებული ხელს შეუშლიდა გამოძიებას, ასევე შესაძლოა, მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა ან შეემსუბუქებინა დანაშაული.

ადვოკატიც და ბრალდებულიც პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.