ახალგაზრდა „ლეიბორისტები“ ცესკო-ს შესასვლელში მჯდომარე აქციას მართავენ [ვიდეო]

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მჯდომარე აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 18:00 საათიდან ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

„არ დავუშვებთ, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ ხმის მიცემა. ახალგაზრდები არ და ვერ შევეგუებით ამას. რეალურად, დღეს ექვსი საათის მერე ვინც დაინფიცირდება, პირდაპირ ერთმევა ხმის მიცემის უფლება. ჩვენ ვისხდებით აქ, ვიდრე თამარ ჟვანია არ შეგხვდება“, – განაცხადა აქციის მონაწილე მამუკა ჯუღელმა.