ახალდაქორწინებული წყვილი ბელარუსიდან საქართველოში ველოსიპედებით მოგზაურობს
ახალდაქორწინებული წყვილი ბელარუსიდან საქართველოში ველოსიპედებით მოგზაურობს

ახალდაქორწინებული წყვილი ბელარუსიდან საქართველოში ველოსიპედებით მოგზაურობს. ევგენი და ალექსანდრა სედელნიკები 5 ათასი კილომეტრის მანძილის დაფარვას ორი თვის ვადაში, რუსეთის გავლით გეგმავენ.

წყვილს თან ახლავს ძაღლი, რომლისთვისაც ბორბლებზე პატარა სახლია მოწყობილი. უცნაურ საქორწინო მოგზაურობაზე რეპორტაჟი ბელარუსის ტელეარხმა СТВ-მ მოამზადა.