ახალციხის სოფელ წყალთბილაში საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესები დაიტბორა [ფოტო, ვიდეო]

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში მდინარე ადიდდა.

მდინარის ადიდების შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესები დაიტბორა.

ამასთან, როგორც პირველ არხს სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.

არხის გასაწმენდად ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელ წყალთბილაში მდინარის ადიდება ახალციხის ქალაქ ვალეში ხიდის დაზიანებამ გამოიწვია, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.