ახალციხის სოფელ მინაძეში მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
ახალციხის სოფელ მინაძეში მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულს გამოკვლევები ჩაუტარდა და მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.