ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი პირველ არხს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯარისკაცი ორფოლოს პოლიგონის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა. ჯარისკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 5-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე.