ახალციხის მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაიზარდა
ახალციხის მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაიზარდა

ახალციხის მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაიზარდა. მათ შორის, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასების ოდენობა 750 ლარით გაიზარდა.

საკრებულოს უმრავლესობამ რიგგარეშე სხდომა დღეს ჩაატარა და თანამშრომლებისთვის შრომითი ანაზღაურების მომატებას მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, რიგითი თანამშრომლების ანაზღაურება 120-200 ლარით გაიზრდება.

თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ გაზრდილი ხელფასების შემდეგ, 2018 წელს პრემია–დანამატები მერიასა და საკრებულოში აღარ გაიცემა.

ხელფასების ზრდას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.