ახალციხის 37-ე საარჩევნო ოლქში პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ახალციხის 37-ე საარჩევნო ოლქში პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის 37-ე საარჩევნო ოლქში ყველა უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნები ახალციხეში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, უბნებზე დარღვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

არჩევნები ახალციხეში კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. ასევე გახსნილია სპეცუბნები კოვიდინფიცირებულებისთვის და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის N37 საარჩევნო ოლქში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ათი პარტია იღებს მონაწილეობას. მათ უმრავლესობას, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი. მერობის კანდიდატი კი, მხოლოდ ექვსმა დაარეგისტრირა.

ახალციხეში სულ 33 772 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დატოვე კომენტარი