ახალციხეში საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ახალციხეში საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადა მალევე გამოცხადდა. ბინაში ცეცხლი საძინებელში გაჩნდა. მაშველებს საცხოვრებელ ბინაში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, ხანძართან დაკავშირებით 112-ში მეზობლებმა დარეკეს. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.