ახალციხეში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება
ახალციხეში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

ახალციხის მუნიციპალიტეტში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.

ახალციხეში მცოვრებ პატარებს შობა-ახალი წელი თოვლის ბაბუებმა მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

დღესვე ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის თოჯინების თეატრმა სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“ გამართა.

საახალწლო გალაკონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. კონცერტზე ადგილობრივებისთვის სპეციალურად მოწვეული სოფო ხალვაში იმღერებს. გალაკონცერტს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.