ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა იმართება
ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა იმართება

ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს.

სამინისტროში შეიკრიბა იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი.

როგორც ცნობილია, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა.

ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“  მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.