ახალციხეში მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა
ახალციხეში მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

ახალციხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევა სოფელ ანში მოხდა. გარდაცვლილი 33 წლის იყო.

როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს მეხი მაშინ დაეცა, როდესაც საქონელს მწყემსავდა.