ახალციხეში ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ახალციხეში ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალციხეში ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას (დაბადებული 17.02.1987 წელს) გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.