ახალციხეში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ახალციხეში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

​სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა.

​გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი