ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არასრულწლოვანი ახალციხიდან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პაციენტი საციცოხლო პარამეტრებს ინარჩუნებს.

„პაციენტი გადმოყვანილია ახალციხის რაიონიდან, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მდგომარეობით, ინტუბირებულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, შესაბამისი მედიკამენტოზური მხარდაჭერის ქვეშ. გაკეთდა კომპიუტერიული ტომოგრაფია პოლიტრავმულ რეჟიმში. იმყოფება ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე სასიცოცხლო პარამეტრებს ინარჩუნებს, მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა. რჩება მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ“, – განაცხადა ექიმმა გიორგი ქიქავამ.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა. მათგან ერთის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

დატოვე კომენტარი