ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალციხის შესასვლელთან „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები მრავლობითი მოტეხილობით ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.