ახალციხეში ავტომობილი დაიწვა
ახალციხეში ავტომობილი დაიწვა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილი ადგილობრივ მცხოვრებ არამ პოღოსოვს ეკუთვნის. მეპატრონე მიიჩნევს, რომ ცეცხლი მის მანქანას განზრახ მოუკიდეს, თუმცა ვინ და რა მოტივით, უცნობია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.