ახალციხეში 20 წლის გოგო სურათის გადაღების დროს მეორე სართულიდან გადმოვარდა
ახალციხეში 20 წლის გოგო სურათის გადაღების დროს  მეორე სართულიდან გადმოვარდა

ახალციხეში 20 წლის გოგო აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად ფოტოს იღებდა, როდესაც  მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გოგონა რეანიმაციაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებიას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი