ახალციხესა და ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
ახალციხესა და ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუსხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის მიმდებარედ, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სამი ძირი ჭადრის სახეობის ხე და 14 ცალი წიწვოვანი სახეობის (ნაძვის) დაუფინიშებელი მრგვალი მორი (5 მ სიგრძის).

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა

დატოვე კომენტარი