ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება სამი რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები.

აღნიშნული გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია