ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ვულკანი ახალი ზელანდიის კუნძულ უაით აილენდზე ამოიფრქვა, რა დროსაც მის მიმდებარედ 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე პირი დაკარგულია.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ სამაშველო სამსახურები კუნძულიდან ხალხის ევაკუაციისთვის და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად ყველა ზომას მიმართავენ. ამ დროისთვის, კუნძულიდან მხოლოდ 23 ადამიანის გაყვანა მოხერხდა.

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ კუნძული ფერფლით და ვულკანური ლავით არის დაფარული, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.