ახალ ზელანდიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ვულკანი ამოიფრქვა, სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ახალ ზელანდიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ვულკანი ამოიფრქვა, სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ახალ ზელანდიაში, კუნძულ ვაით აილენდზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. პოლიციის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, ორს ამ დრომდე ეძებენ.

კუნძულზე მდგომარეობა რთულია, რის გამოც სამაშველო ჯგუფები იქ მხოლოდ რამდენიმე საათი ახერხებენ მუშაობას.

ახალ ზელანდიაში ვულკანი რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა.