ახალ ზელანდიაში, ორ მეჩეთში შეჭრამდე თავდამსხმელმა „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა

09:31, 15.03.2019

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩარჩის ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე მერყეობს. დაშავებულია ათობით ადამიანი.

თავდამსხმელი დაკავებულია. გავრცელებული ცნობით, ის არის ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. ეჭვმიტანილი სოციალური ქსელის საშუალებით, თავდასხმის მომენტის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მეჩეთის სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილებზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აღმოჩინა.

მსგავსი