ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელს ტერორიზმის მუხლით წაუყენეს ბრალი
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელს ტერორიზმის მუხლით წაუყენეს ბრალი

ახალი ზელანდიის პოლიციამ მეჩეთებში 51 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს ტერორიზმის მუხლით წაუყენა ბრალდება.

ახალი ზელანდიის პოლიციის კომისრის, მაიკ ბუშის განცხადებით, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში 15 მარტს განხორციელებული თავდასხმებისთვის, ბრენტონ ტარანტი ტერორისტული აქტის განხორციელების მუხლით არის ბრალდებული.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბრენტონ ტარანტის წინააღმდეგ საქმე ასევე აღძრულია მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეებზე. ახალი ზელანდიის პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ და გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმების შემდეგ ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღის ფლობის შესახებ კანონი გაამკაცრა.