ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი კიდევ ხუთი დღით, 11 მაისამდე გახანგრძლივდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯესიკა არდენმა გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ძალიან ცოტა ქვეყანამ შეძლო. მოვახერხეთ და შევაჩერეთ დამანგრეველი ტალღა. ჩემი გზავნილი თქვენდამი ასეთია, ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ იმ შედეგისთვის, რაც ახლა გვაქვს და ეს უნდა შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა ჯესიკა არდენმა.

ახალ ზელანდიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 1140 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 12 ადამიანი, ვირუსისგან 974 ადამიანი განიკურნა.