ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ახალ ზელანდიაში იტალიიდან დოჰას გავლით ჩავიდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა და მას კონტაქტი არავისთან ჰქონია.

ახალ ზელანდიაში ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა უკვე 72 დღეა, არ დაფიქსირებულა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 1 194 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.