ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ ქვეყანას ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე არანაირი დისკუსია არ ჰქონია
ახალ ზელანდიას ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შესახებ არანაირი დისკუსია არ ჰქონია, – ამის შესახებ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, უინსტონ პიტერსის პრესმდივანმა განაცხადა.
ახალ ზელანდიაში შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება.
„ევროკავშირთან ახალი ზელანდიის ასოცირებულ წევრობის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა“, – აღნიშნა პრესმდივანმა.
ევროკავშირთან დაახლოების შესახებ განცხადებას აკეთებენ ავსტრალიაშიც. ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრმა, დონ ფარელმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კანადის მცდელობას იზიარებს, რომ ევროკავშირთან უფრო ღრმა კავშირები განავითაროს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ავსტრალიას და ახალ ზელანდიას შეუძლიათ, კანადის მსგავსად ევროკავშირთან ურთიერთობები გააღრმაონ.