როლან გაროსის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
მნიშვნელოვანი ვარდნა ჰქონდა კლასიფიკაციაში ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან 10 პოზიცია დაკარგა და ახლა, მსოფლიოს 87-ე ჩოგანია. ბასილაშვილის ამგვარი ვარდნა მოსალოდნელი იყო, რადგან შარშან, როლან გაროსზე ორი წრე გაიარა, წელს კი პირველივე წრეში წააგო და ვერ დაიცვა 2017 წელს, პარიზში მოპოვებული ქულები.
გარკვეული ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში. ყველაზე დიდი წინსვლა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ჰქონდა. მან ნახევარფინალში გასვლის წყალობით, პირველ ოთხეულში შეაღწია.
როლან გაროსის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა შარშან მოპოვებული ქულები დაიცვა და ლიდერობა შეინარჩუნა.
ATP. TOP10
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 8 770
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 8 670
3(3). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 5 965
4(6). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 5 080
5(4). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 950
6(5). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 870
7(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 835
8(7). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 635
9(9). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 110
10(10). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 070.