ახალ ორლეანში მშენებარე სასტუმროს ნაწილი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი [ვიდეო]
აშშ-ის ქალაქ ახალ ორლეანში მშენებარე სასტუმრო ნაწილობრივ ჩამოინგრა. ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, კიდევ სამ პირს ნანგრევებში ეძებენ. 18 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილობრივი სახანძრო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, შემთხვევის ადგილს თავი აარიდონ, რადგან არსებობს შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე.