ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 14 პირის სინჯი გაიგზავნა

18:10, 30.04.2020

ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 14 პირის სინჯი გაიგზავნა.

გამოსაკვლევ პირთა შორის სამი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტია, 11 კი, მედპერსონლი.

„სამი ბიოლოგიური მასალა ე.წ. ცხელების ცენტრის პაციენტისაა, მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. დანარჩენი 11 კი, გეგმურად, პრევენციის მიზნით ჩაუტარდა სასწრაფო დახმარების მედიკოსებს. აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. ამ დროისთვის ფოთში სულ 99 მედიკოსის ანალიზია გამოკვლეული. მათი დიდი ნაწილის პასუხები უკვე ცნობილია,  „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. რამდენიმე კვლევის შედეგი კი, დღეს და ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი