აკაკი ზოიძემ რომან გოცირიძეს მიმართა - მორალზე ნუ ლაპარაკობთ, თქვენ ახალგაზრდები გაუშვით სასაკლაოზე [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ სხდომაზე დარეგისტრირებულიყო „ევროპული საქართველოს“ ორპუნქტიანი დადგენილება, რომელიც ეხება შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას.

„თუ გინდათ, რომ ხვალინდელი სხდომა ჩატარდეს მშვიდად, თქვენ ის დარბაზი შეარცხვინეთ, თქვენ ამოგეწურათ მორალური საშვი, გაგიუქმდათ საშვი, თქვენ იმ დარბაზში ვეღარ შეხვალთ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალზე საუბრის უფლება არ აქვს. „მორალზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ, ახალგაზრდები გაუშვით თქვენ სასაკლაოზე“, – მიმართა ზოიძემ რომან გოცირიძეს.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ მათი ინიციატივა ბიუროს სხდომაზე წესებით დაცვით შემოიტანონ და ამას აუცილებლად განიხილავენ.