აკაკი ზოიძე - ზაზა სარალიძეს აქვს შეგრძნება, რომ სამართალი ვერ იპოვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსგავსი არასდროს განმეორდეს 
აკაკი ზოიძე - ზაზა სარალიძეს აქვს შეგრძნება, რომ სამართალი ვერ იპოვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსგავსი არასდროს განმეორდეს 

ზაზა სარალიძეს აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს მსგავს ამინდში ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე უწევთ ყოფნა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს უხდებათ რუსთაველის გამზირზე ამ ამინდში ყოფნა. გულით ვამბობ ამას. აღარ დავუბრუნდები საკითხს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს. ფაქტია, ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ასეთი რამ ამ ქვეყანაში არასდროს განმეორდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით დღეს რუსთაველის გამზირიდან ხორავას ქუჩამდე მსვლელობა გაიმართება. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობაზე განცხადება გაავრცელა.