აკაკი ზოიძე - თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მის მიმართ პრეტენზიები არ არის
აკაკი ზოიძე - თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მის მიმართ პრეტენზიები არ არის

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გუნდში ცვლილებები აუცილებლად იქნება.

როგორც აკაკი ზოიძემ პირველ არხს განუცხადა, ცვლილებები შეეხება როგორც პარტიულ სტრუქტურებს, ასევე აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას.

რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანმა შესაძლოა, მინისტრის თანამდებობა დატოვოს, ზოიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ  ინფორმაცია არ აქვს.

„თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, მას ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ჩვენ გუნდში მის მიმართ არ არის პრეტენზიები, რომელიც ასეთ ჭორების გავრცელების საფუძველი იქნებოდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.