აკაკი ზოიძე - სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძეს მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი
აკაკი ზოიძე - სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძეს მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი

დღეს ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმით მიკუთვნებული აქვს ქიბარ ხალვაშს, სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

„ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკური ძალა არ მომწონს. არც ის მომწონს, როგორ მოიპოვა თუ არ მოიპოვა ქიბარ ხალვაშმა თუ ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთრების უფლება ამ ტელევიზიაზე. „რუსთავი 2“-ს ძალიან მძიმე ბედი აქვს გამოვლილი. ალბათ, უფრო სამართლიანი იქნებოდა საკუთრება დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის. სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძეს მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები. ჩემს პოზიციას გეუბნებით, როგორც საქართველოს მოქალაქის, რომელიც პროცესებს წლების განმავლობაში უყურებდა. დღეს ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმით მიკუთვნებული აქვს ქიბარ ხალვაშს. სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.