აკაკი ზოიძე - საჯარო სამსახურის რეფორმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს, შესაბამისად, ვნებათაღელვას ადგილი არ უნდა ქონდეს
აკაკი ზოიძე - საჯარო სამსახურის რეფორმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს, შესაბამისად, ვნებათაღელვას ადგილი არ უნდა ქონდეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ არის საჭირო. როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის რეფორმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ საჯარო სამსახური, საჯარო მოხელეობა უნდა იყოს პრესტიჟული, პროფესიონალებს ყოველთვის უნდა ქონდეთ შესაბამის გზა. არა ნეპოტიზმს, კი – პროფესიონალებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის რეფორმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს, შესაბამისად, არავითარ ვნებათაღელვას ადგილი არ უნდა ქონდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.