აკაკი ზოიძე - რაც მეტი ადამიანი იქნება პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მით უკეთესია კონკურენციისთვის
აკაკი ზოიძე - რაც მეტი ადამიანი იქნება პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მით უკეთესია კონკურენციისთვის

რაც მეტი ადამიანი იქნება ჩართული პოლიტიკურ პროცესში, მით უკეთესია კონკურენციისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, უფრო მობილიზებულები ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დავით უსუფაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაპირება შესრულდება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება პოლიტიკურ პროცესში, მით უკეთესი კონკურენციისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, რომ უფრო მობილიზებულები ვიქნებით, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ალტერნატივა არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ შევასრულებთ ყველაფერს, რასაც ჩვენს მოსახლეობას დავპირდით. ეს არის სიღარიბის დაძლევა, სამართლიანობის შეგრძნების აღდგენა, მათ შორის სოციალური სამართლიანობისა. თუ გავატარებთ იმ რეფორმებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, არ მგონია დიდ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული 2020 წლის არჩევნების მოგება“, – განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, გაერთიანების შემთხვევაში, უსუფაშვილი მარგველაშვილს შეურთდება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აკაკი ზოიძე აცხადებს, სხვა ადამიანების გეგმებზე ვერ ისაუბრებს.

„მე სხვა ადამიანზე ვერ ვიტყვი თუ რას აპირებს, ჯერ არ მგონია პოლიტიკაში აპირებდეს ჩართვას – ეს მას კითხეს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნა შესთავაზა და საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა.

დატოვე კომენტარი