აკაკი ზოიძე - მთელ საქართველოს მივულოცავ ევროპული ტიპის არჩევნების ჩატარებას, რომელშიც დიდი ალბათობით ევროპული ტიპის პოლიტიკოსმა გაიმარჯვა
აკაკი ზოიძე - მთელ საქართველოს მივულოცავ ევროპული ტიპის არჩევნების ჩატარებას, რომელშიც დიდი ალბათობით ევროპული ტიპის პოლიტიკოსმა გაიმარჯვა

მთელ საქართველოს მივულოცავ ევროპული ტიპის არჩევნების ჩატარებას, რომელშიც ძალიან დიდი ალბათობით გაიმარჯვა ასევე ევროპული ტიპის პოლიტიკოსმა და ჩვენ გვეყოლება დიდი ალბათობით ქალი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ზიზღით და სიძულვილით სავსე წინასაარჩევნო კამპანიის მერე არჩევნები ჩატარდა შესაშურ და იმედის მომცემ გარემოში.

„თუ ახლა არა პირველივე ტურის მერე, ძალიან მცირე ალბათობა არსებობს, რომ იყოს მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც, ეს გამარჯვების ორი-სამი კვირით გადავადება იქნება, მაგრამ გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, რადგან იმ ზიზღით და სიძულვილით სავსე წინასაარჩევნო კამპანიის მერე არჩევნები ჩატარდა შესაშურ და ჩვენი ქვეყნისთვის იმედის მომცემ გარემოში. ეს არის ის ძირითადი გზავნილი, რაც შეიძლება დღეს ჩვენ ვთქვათ ვიდრე ცესკო შედეგებს გამოაქვეყნებს, რომელშიც ჩვენ უკვე საბოლოოდ დარწმუნებით შეგვეძლება ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ეგზიტპოლს, მე პირადად ნდობის არანაირი საფუძველი არ მაქვს ამ ეგზიტპოლებისა და იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ამას ატარებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.